კელი დეგნანი: გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შევა პარლამენტში

გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შევა პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს საუკეთესო ინტერესებში იქნება, თუ მმართველი პარტია და ოპოზიცია კეთილსინდისიერად შეძლებენ ერთად მუშაობას.

„საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული, აშშ მოუწოდებს ყველა პარტიას, განსაკუთრებით კი „ერთინ ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში შესვლისკენ, რადგან ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენი ინტერესებისა და ხედვების დასაცავად ადგილი პარლამენტის შიგნითაა. გამოიყენეთ დემოკრატიული ინსტიტუტი, რომლის აშენებასაც საქართველო ცდილობს და შექმენით წარმომადგენლობითი პარლამენტი, რომელიც ასახავს ყველა ქართველი მოქალაქის შეხედულებების მრავალფეროვნებას. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შევა პარლამენტში და პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, მოხარულები ვიქნებოდით, ვიხილოთ, რომ მმართველი პარტია და ოპოზიცია მუშაობენ ერთად ინიციატივებზე, რომლებიც ამ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს შეესაბამება.

ამას დასჭირდება მოლაპარაკებები, დრო, მუშაობა, თუმცა ეს არის პარლამენტი, ასე ფუნქციონირებს ის. ვფიქრობ, საქართველოს საუკეთესო ინტერესებში იქნება, თუ მმართველი პარტია და ოპოზიცია კეთილსინდისიერად შეძლებენ ერთად მუშაობას, რათა დაამტკიცონ და განახორციელონ ინიციატივები, რომლებიც ამ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს შეესაბამება“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

წინა სტატიაშიგერმანია უკრაინას 5 000 სამხედრო ჩაფხუტს მიაწვდის
შემდეგი სტატიაპარტია „ქართული ოცნება“ უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის საკუთარ ვარიანტს ავრცელებს