კელი დეგნანი: ჩვენი გადაწყვეტილება საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე არის უცვლელი

ჩვენი გადაწყვეტილება საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე არის უცვლელი. ერთგული ვართ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების – საქართველო გახდება ნატოს წევრი და ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს რთული სამუშაო, რომელიც მას ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობამდე მიიყვანს. ეს სტანდარტები არის საკმაოდ მაღალი და ძალიან ზუსტად განსაზღვრული. ვფიქრობ, საქართველომ ეს ძალიან კარგად იცის და მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში ნატოს სტანდარტების შესრულებაში, რომლებსაც ნატო მოითხოვს ალიანსის ყველა წევრისგან. თუმცა, არის ნატოში გაწევრიანებისთვის აუცილებელი პოლიტიკური ნაწილიც და აქაც ძალიან მაღალი სტანდარტები და მოლოდინებია. საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა ამ სტანდარტების მისაღწევად. აშშ კვლავაც გაუმაგრებს ზურგს საქართველოს და შესაძლებელია ჩვენ ვართ მისი ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერები და ასეც გავაგრძელებთ, რადგან ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით ავღანეთში, სხვაგანაც და ვიცით, რომ საქართველოს აქვს უნარი და ერთგულება, რაც საჭიროა უსაფრთხოების საერთაშორისო ქმედებებში ჩართვისთვის.ჩვენ ვართ უაღრესად მადლიერი საქართველოსი იმისთვის, რაც გააკეთა – მისი პარტნიორობისთვის, განსაკუთრებით ავღანეთში, სადაც მან მნიშვნელოვანი მსხვერპლი გაიღო – 32 ჯარისკაცის სიცოცხლე და სამასამდე დაჭრილი სამხედრო. საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჰელმანდში ყოფნისას და ახლა უკვე ბაგრამში. ვფიქრობ, საკმაოდ დიდ ძალისხმევას ვწევთ საქართველოსთან ერთად ერთობლივი წვრთნების ჩატარებისთვის. გუშინ ვეწვიე თბილისთან ახლოს მდებარე წვრთნისა და შეფასების ცენტრს. შესანიშნავად მომაწოდეს ინფორმაცია ქართველმა ოფიცრებმა ცენტრის შესახებ და საქართველოს ძალისხმევაზე შეექმნა უმაღლესი დონის საწვრთნელი ცენტრი, სადაც შეუძლიათ ჩამოსვლა ნატოს წევრებსა და მოკავშირეებს. კვლავ გავიმეორებ, ვხედავთ, რომ საქართველოს შეაქვს კონკრეტული წვლილი და ეს მას გაუკვალავს გზას საბოლოო წევრობისკენ ნატოში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანი: ვიმედოვნებთ, ამერიკული ბიზნესებისთვის იქნება შესაძლებლობა ინვესტირება განახორციელონ არა მხოლოდ ანაკლიის პორტის პროექტში, არამედ სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი: NDI-სა და IRI-ს დიდ პატივს სცემენ აშშ-ში და წლების განმავლობაში აქვთ კონგრესის მხარდაჭერა