კელი დეგნანი: NDI-სა და IRI-ს დიდ პატივს სცემენ აშშ-ში და წლების განმავლობაში აქვთ კონგრესის მხარდაჭერა

მე შევხვდი IRI-ს ხელმძღვანელსაც მისი რეგიონული ვიზიტის დროს. როგორც აღნიშნეთ, მნიშვნელოვანი წელიწადია და საქართველოს ყველა დიდი ყურადღებით აკვირდება, რადგან გვსურს, რომ ეს არჩევნები იყოს წარმატებული და სამაგალითო არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მის მიღმაც. მქონდა ძალიან კარგი საუბარი პროფესორ მიტჩელთან NDI-ს საქმიანობაზე. ამ ორგანიზაციას ძალიან დიდ პატივს სცემენ აშშ-ში და წლების განმავლობაში აქვთ კონგრესის მხარდაჭერა. მათ საქმიანობას ეყრდნობიან არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში, როგორც ინფორმაციის ნეიტრალურ და დაბალანსებულ წყაროს. გავიმეორებ, რომ პოლიტიკოსებმა უნდა გამოიყენონ ეს ინფორმაცია თავიანთი პლატფორმებისა და გზავნილების ფორმირებისთვის. ეს ინფორმაცია აჩვენებს რა აწუხებს საქართველოს ხალხს. ეს არის NDI-სა და IRI-ს საქმიანობის მიზანი. ისინი ძალიან კარგად აკეთებენ ამას და ეს არის მიზეზი, რატომაც სცემენ მათ პატივს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანი: ჩვენი გადაწყვეტილება საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე არის უცვლელი
შემდეგი სტატიასადეზინფექციო ხსნარებით მუნიციპალური ტრანსპორტის დამუშავების პროცესი გრძელდება