კატარისგან ქრთამის აღების ფაქტს ფიფა უარყოფს

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ორშაბათს, 11 მარტს უარყო ბრალდება კატარისგან მრავალმილიონიანი ქრთამის აღების შესახებ. The Sunday Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კორუფციის შესახებ, რომელიც გამოცემამ მის ხელთ არსებული დოკუმენტის თანახმად დაბეჭდა, ფიფას წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბრალდება აბსურდულია. ისინი დაეყრდნენ 2017 წლის ივნისში მაიკლ გარსიას სპეციალურ გამოძიებას, რომელიც ფიფას ეთიკის კომიტეტის საგამოძიებო პალატას ხელმძღვანელობდა.
The Sunday Times-ის თანახმად, ტელეკომპანია Al Jazeera-მ, რომელიც შეიხ ტამიმ ბენ ჰამად ალ ტანის ეკუთვნის, ფიფას 150 მილიონი დოლარი გადაუხადა 2015-2018 წლებში შუა აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში ტრანსლაციის უფლებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი: დოკუმენტში ნათქვამია, რომ კატარის განცხადების გამარჯვების შემთხვევაში, ფიფა “ბონუსის” სახით დამატებით 100 მილიონ დოლარს მიიღებდა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ ვენესუელის დახმარების გამო რუსეთს სანქციები დაუწესა
შემდეგი სტატიაჩინეთში Boeing 737 MAX 8-ების ფრენები შეაჩერეს