კარლ ჰარცელი : სრულად ვუჭერთ მხარს მშვიდობიანი გამოხატვის უფლებას, თუმცა კონსტიტუციის ფარგლებში

newsnews
ავტ.: newsnews ნოემბერი 21, 2019 11:04

კარლ ჰარცელი : სრულად ვუჭერთ მხარს მშვიდობიანი გამოხატვის უფლებას, თუმცა კონსტიტუციის ფარგლებში

სრულად ვუჭერთ მხარს მშვიდობიანი გამოხატვის უფლებას, თუმცა საჭიროა აღინიშნოს, რომ კონსტიტუციის ფარგლებში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პროპორციული სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნასა და ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, დიალოგი უნდა შედგეს, რაც ყველა მხარის ძალისხმევას ითხოვს.

„რაც შეეხება ქუჩაში მშვიდობიან გამოხატვას და დემონსტრაციებს, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ამ უფლებას, თუმცა საჭიროა ასევე აღინიშნოს, რომ კონსტიტუციის ფარგლებში. თუმცა, ვფიქრობ, დაძაბულობის შესამცირებლად ძალიან მნიშვნელოვანია, დამყარდეს გარკვეული ნდობა და დიალოგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლარიზაცია მხოლოდ გაგრძელდება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

newsnews
ავტ.: newsnews ნოემბერი 21, 2019 11:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,376
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics