კარლ ჰარცელი : სამწუხარო იყო კენჭისყრის შედეგი, რომელმაც ხელი შეუწყო პოლარიზაციას საქართველოში

მხარს ვუჭერთ ნდობის აღდგენის მცდელობის საჭიროებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პროპორციული სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნასა და ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე კომენტირებისას განაცხადა.

„როგორც ვიცით, გასული კვირის კენჭისყრამ ჩვენი ყურადღება მიიქცია. ჩვენ ეს სამწუხაროდ მიგვაჩნია არა იმიტომ, რომ ევროკავშირს აქვს ფიქსირებული პოზიცია საარჩევნო სისტემის არჩევასთან დაკავშირებით, რაც არის საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტი საკითხი, არამედ არსებული მოლოდინებისა და ზოგადი პოლიტიკური კონტექსტის გამო. ასე რომ, ჩემთვის სამწუხარო იყო, როდესაც ვიხილე გასული კვირის კენჭისყრის შედეგი, რომელიც იყო არა მხოლოდ პროპორციული სისტემის წინააღმდეგ, არამედ ამან სინამდვილეში ხელი შეუწყო პოლარიზაციას საქართველოში. ამ მიზეზით ჩვენ შეშფოთებულები ვართ და ჩართულები ვართ. კვლავ ვუჭერთ მხარს ნდობის აღდგენის მცდელობის საჭიროებას სანდო დიალოგის დაწყების გზით ვითარების გაუმჯობესებისთვის“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი : ციის მონაწილეთა მოთხოვნები კანონის ფარგლებს თუ არ გასცდება, ბუნებრივია, სახელმწიფო უზრუნველყოფს მათი გამოხატვის თავისუფლებას
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელი : სრულად ვუჭერთ მხარს მშვიდობიანი გამოხატვის უფლებას, თუმცა კონსტიტუციის ფარგლებში