საქართველოს ელჩი ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში, თეა მაისურაძე ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, სანდის გირგენსს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

მინისტრის მიერ აღინიშნა, რომ საქართველო ლატვიისთვის ერთ-ერთი გამორჩეული მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორია; დადებითად შეფასდა ორი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებული თანამშრომლობა და აღინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმების ეფექტიანობა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა გამოცდილების გაზიარების პრაქტიკის გაგრძელების მნიშვნელობას ორივე მხრიდან.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას.

banner
წინა სტატიაშიკარლ ჰარცელი : სრულად ვუჭერთ მხარს მშვიდობიანი გამოხატვის უფლებას, თუმცა კონსტიტუციის ფარგლებში
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : ჩვენთვის სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური საგადასახადო სისტემა არის პრიორიტეტი