კარლ ჰარცელი – ახლა ყველა პოლიტიკური ლიდერის ერთად დაჯდომის დროა

ახლა ყველა მხარის მიერ ხანგრძილივი და აქტიური ფიქრის დროა საწყის პოზიციებთან დაკავშირებით, რათა მხარეებმა ნახონ, არის თუ არა შესაძლებელი, იყვნენ ფართო შეთანხმების ნაწილი,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე განმარტებით, შეთანხმების მიღწევის შანსი არსებობს იმ შემთხვევაში, თუ იქნება გულწრფელი სურვილი ყველა მხრიდან, რათა გადაიდგას საჭირო ნაბიჯები მისაღები შედეგისკენ.

„ახლა ყველა მხარის მიერ ხანგრძილივი და აქტიური ფიქრის დროა საწყის პოზიციებთან დაკავშირებით, რათა მხარეებმა ნახონ, არის თუ არა შესაძლებელი, იყვნენ ფართო შათანხმების ნაწილი. მინდა გითხრათ, რომ ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ ეს არის მისია და ახლა ყველა პოლიტიკური ლიდერის ერთად დაჯდომის დროა.

ვფიქრობ, რომ არის შეთანხმების მიღწევის რეალური შესაძლრებლობა იმ შემთხვევაში, თუ იქნება გულწრფელი სურვილი ყველა მხრიდან, რათა გადაიდგას საჭირო ნაბიჯები მისაღები შედეგისკენ,“- განაცხადა ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაშიმეგრელიშვილი – ჩვენთვის პოლიტიკური მართლმსაჯულების თემა გადამწყვეტია
შემდეგი სტატიასამადაშვილი – თუ “ოცნებას” არ სურს საუბარი პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნებზე, დაასრულოს პროცესი