კარასინის რეაქცია არ არის მოულოდნელი-გიგა ბოკერია

ზურაბ აბაშიძის განცხადებები ქვეყანას ზიანს აყენებს–გიგა ბოკერია

ორი წელია ივანიშვილი და მისი გუნდი ანგრევენ საქართველოს ეკონომიკას და სახელმწიფო ინსტიტუტებს„კარასინის რეაქცია არ არის მოულოდნელი. სამწუხაროდ მან დაადასტურა ის, რაც ჩვენ ისედაც ვიცოდით. მიესალმა პრემიერმინისტრის წერილს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის იყო საზიანო, რადგან იყო იმ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რაც რუსეთის ინტერესებში შედის უკვე მრავალი წელია.
დაგმო პარლამენტის მიერ ევროპული საქართველოს ინიციატივით მიღებული რეზოლუცია, რადგან ის სწორად აყენებს საკითხს და რეალურად ავალებს მთავრობას რომ გადადგას ნაბიჯები რომელიც რუსეთს უქმნის პრობლემებს და ჩვენ ეროვნულ ინტერესებშია.
რათქმაუნდა ზოგადად ჟენევის, დღეს არსებული ფორმატი რომელიც შეიქმნა 2008 წლის აგრესიის შემდეგ არის ის ფორმატი რაც საქართველოს გრძელვადიანად ჭირდება. ამიტომ ჩვენმა ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს პირველი იმიტომ რომ შეინარჩუნოს ამ გრძელვადიან ბრძოლაში და თუ რუსეთს უნდა რომ ჩაშალოს ეს ფორმატი, ჩვენმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ მაქსიმალური ზიანი მიიღოს რუსეთმა და ცალსახად მისი პასუხისმგებლობა იყოს ასეთ ნაბიჯზე წასვლა,“-აცხადებს გიგა ბოკერია.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში სამი სახლი გაქურდეს
შემდეგი სტატიასუსმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხუთი თანამშრომელი დააკავა