გიორგი გიორგანაშვილი – გამართლების შემთხვევაში, იმ პოლიციელების წინააღმდეგ ვინც ჩემს დაკავებაში მონაწილეობდა, სარჩელს შევიტან

იმ პოლიციელების წინააღმდეგ, ვინც ჩემს დაკავებაში მონაწილეობდა, გამართლების შემთხვევაში აუცილებლად შევიტან სარჩელს, – ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა მსახიობმა გიორგი გიორგანაშვილმა (ბახალა) დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურის პოზიცია აბსურდულია, შესაბამისად ის გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია. დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა გიორგანაშვილმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, სადაც მისი დაკავების დეტალებზე ისაუბრა. გიორგანაშვილმა აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიურ და სიტყვიერ ზეწოლას.

შემდეგი სასამართლო სხდომა 23 იანვარს 14:30 საათზე გაიმართება.
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუპრენორფინის ფლობისთვის წაუყენეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 20 წელამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

banner
წინა სტატიაში,,შესაძლებელია კრიტიკული აზრის ისე გამოთქმა, რომ პირად ღირსებას არ შეეხო – თუ წითელ ხაზს კვეთ, პასუხისთვის მზად უნდა იყო”
შემდეგი სტატია“კანონიერად ხელისუფლება ვერ მოახდენს მის ექსტრადირებას” – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი