,,კანაფის კულტივაციაზე მთავრობის ინიციატივას ფორსირებას არ გავუკეთებთ, ეს ჩვენი პოლიტიკური ხელწერა არ არის”

კანაფის კულტივაციაზე მთავრობის ინიციატივას ფორსირებას არ გავუკეთებთ. ეს ჩვენი ხელწერა არ არის. ამ ინიციატივას საზოგადოებაში არასწორი ინტრპრეტაციები მოყვა, – ამის შესახებ საქართველო პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ამერიკიდან ჩართვისას განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, კანაფთან დაკავშირებით სამთავრობო ინიციატივა შეეხებოდა ორ მიმართულებას და შესაბამისად, ეს ორი სხვადასხვა ინიციატივა იყო. ბახტაძის განმარტებით, პირველი შეეხებოდა იმ კონკრეტულ სამართლებრივ რეალობას, რომელიც საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დადგა. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის თქმით, ასეთი რეალობის დროს პასუხისმგებლიანმა მთავრობამ კონკრეტული გადაწყვეტილებები რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა მიიღოს. შესამისად, მათ კანაფის მოხმარების რეგულაციების მკაცრი დოკუმენტი შეიმუშვეს, სადაც გაწერილია თითოეული რისკი.

ბახტაძის განცხადებით, აღნიშნული რეგულაციებით მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდების ჯანმრთელობის დაცვა და რომ ასეთი მკაცრი რეგულაცია ფაქტიურად არც ერთ ქვეყანას არ აქვს.

„რაც შეეხება მეორე მიმართულებას, აქაც ჩვენი ინიციატივა გულისხმობდა კულტივაციას სამედიცინო დანიშნულებით და ისიც მხოლოდ საექსპორტო ბაზრებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ პირნათელი ქართულ საზოგადოებასთან. მე განვაცხადე, რომ ჩვენი რეგულაცია პირველ და მეორე ნაწილშიც იქნებოდა ისეთი მკაცრი, რომელიც გამორიცხავდა თუნდაც ერთი გრამი ამ ნივთიერების და ამ მცენარის მოხვედრას ბაზარზე უკონტროლო რეჟიმში. მაგრამ ამას მოჰყვა ვნებათაღელვა და ვფიქრობ, ამ ნაწილში მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო საზოგადოებაში. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხელწერა გახლავთ კონსენსუსის ძიება ქართულ საზოგადოებასთან მისი ინფორმირებულობა, მაქსიმალური ჩართულობა, მითუმეტეს, ასეთ თემებზე და მხოლოდ ამის შემდეგ კონკრეტული გადაწყვეტილების მომზადება და მიღება. აქედან გამომდინარე, ჩვენმა გუნდმა მიიღო კიდევ ერთი პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, მოხდეს ამ ეტაპზე მეორე ინიციატივის შეჩერება და გავმართოთ ინტენსიური დამატებითი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მხოლოდ საბოლოო პოზიციის შეჯერების შემდეგ მოვახდინოთ მისი შეფასება“, – განაცხადა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიკვირიკაშვილის თანამდებობა ანაკლიის პორტის თემას შეეწირა-რას ჰყვება მეუფე იაკობი?
შემდეგი სტატიაარიან ხელისუფლებაში თვითდაჯერებული ადამიანები, მაგალითად ზურაბიშვილი,რომლებიც ფიქრობენ, ეკლესიას ვინ კითხავს, ეს თვითდაჯერებულობა დაღუპავთ – მეუფე ანტონი