კანადა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს

კანადის მთავრობამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა და მის მოქალაქეებსა და კომპანიებს რუსეთის ნავთობის, გაზის და ქიმიური მრეწველობისთვის მთელი რიგი საწარმოო სერვისების მიწოდება აუკრძალა. ინფორმაცია კანადის მთავრობის გვერდზე გამოქვეყნდა.

კანადის მოქალაქეებსა და კომპანიებს რუსული მხარისთვის ისეთი სერვისების მიწოდება ეკრძალებათ, რომლებიც ძირითადი ლითონების, ლითონის ნაწარმის, მანქანების, მისაბმელებისა და ნახევრადმისაბმელიანი მანქანების წარმოებასთან არის დაკავშირებული.

აკრძალვა ასევე ვრცელდება კომპიუტერებზე, ელექტრონულ და ოპტიკურ პროდუქტებზე, ელექტრომოწყობილობებზე, სახმელეთო ტრანსპორტსა და მილსადენებზე.

banner
წინა სტატიაშისამომხმარებლო სესხის რეფინანსირება უკვე თიბისის ციფრულ ბანკშია შესაძლებელი
შემდეგი სტატიაუკრაინა მარცხდება – ყაველაშვილი