კალიფორნიაში ქალაქი პარადაისი დაიწვა, მალიბუდან კი ხალხი გაიყვანეს (ფოტო)

კალიფორნიაში ტყეები იწვის. ცეცხლი შტატის ჩრდილოეთით დაიწყო და 8 ათას ჰექტარზე გავრცელდა. პრაქტიკულად განადგურებულია ქალაქი პარადაისი. გარდაცვლილია მინიმუმ 5 ადამიანი, 150 ათასი კი ევაკუირებულია.
ცეცხლის ფართობი, რომელიც სამხრეთით, ლოს-ანჯელესთან გავრცელდა, დაახლოებით 7 ათასი ჰექტარია. ცეცხლს ქარი სწრაფად ავრცელებს. ცეცხლია, ასევე ქალაქ თაუზენდ-ოუკსში, საიდანაც, თავდაპირველად 75 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა, თუმცა, მოგიანებით, ქალაქის ყველა მკვიდრმა დატოვა სახლი. იგივე სიტუაციაა პოპულარულ ქალაქ მალიბუში.

მიმდინარე მომენტში კალიფორნიის ტერიტორიაზე 16 აქტიური ხანძარი მძვინვარებს. შტატის ჩრდილოეთით საფრთხის უმაღლესი, წითელი დონეა გამოცხადებული.

 

banner
წინა სტატიაშირუსეთის მოქალაქე საბაჟოზე ძვირადღირებული სუნამოების უკანონოდ გადატანისთვის პასუხისგებაშია მიცემული
შემდეგი სტატიაგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს