კალეში პოლიციამ მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

23კალეში მიგრანტების ბანაკის დემონტაჟისას ფრანგულმა პოლიციამ ლტოლვილების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა – “ბიბისი” წერს.
პოლიციამ დროებით ბანაკებში გაჩენილი ცეცხლი წყლის ჭავლით ჩააქრო.
დღეს დილით, კალეში მიგრანტებით დასახლებულ რაიონში  ნარინჯისფერ ტანსაცმელში გამოწყობილი მუშები მივიდნენ ბანაკების ასაღებად, რომლის შესახებ გადაწყვეტილება, რამდენიმე დღის წინ პარიზის სასამართლომ გამოიტანა.
ოპერაცია “ჯუნგლების” დაწყებამდე პოლიცია სრული აღჭურვილობით გამოცხადდა ადგილზე.
როგორც მედია იტყობინება, დაკავებულია “არა საზღვრების” ბრიტანული ორგანიზაციის აქტივისტი, რომელმაც პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.

კალეს მიგრანტების კარვის ქალაქში დაახლოებით 4 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) ნინო ბურჯანაძე ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს ეხმაურება
შემდეგი სტატიაამ წუთას გუბერნატორის ეზოს ვწმენდთ მთლიანად და თხილის პლანტაციის მოვლა-პატრონობას ვაწარმოებთ