(VIDEO) ნინო ბურჯანაძე ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს ეხმაურება

ნინო ბურჯანაძე: მივიღე პირობა, რომ გამარტივდება ვიზები საქართველოს მოსახლეობისათვის

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე „თავისუფალი დემოკრატების გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარ თავდასხმას „ამაზრზენ ფაქტად“ აფასებს.

როგორც მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, ქვეყანაში სამართალდამცავი ორგანოები არ არსებობს.

„ეს, რა თქმა უნდა, ამაზრზენი ფაქტია. შეიძლება მსგავსი ქმედების მსხვერპლი გახდეს დღეს პარტიის გენერალური მდივანი, ხვალ რიგითი მოქალაქე. თითოეული ადამიანის სიცოცხლე ჩვენთვის ღირებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში უბრალოდ ხელისუფლება არ არსებობს. ქვეყანაში არ არსებობს სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც იმუშავებენ ნორმალურად. ქვეყანაში არ არსებობს გამოძიება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

https://youtu.be/bsrMRewzmzg

banner
წინა სტატიაში(VIDEO) ეკა ბესელია პატიმრის მიერ მიწერილ წერილს ასაჯაროებს
შემდეგი სტატიაკალეში პოლიციამ მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა