კალაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს – თქვენზე დიდი რადიკალები ამ ქვეყანაში არ არსებობენ

თქვენზე დიდი რადიკალები, თქვენზე უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობენ. თქვენ ხართ თავი და თავი სიძულვილის, ბოროტების, თუ რაიმე ცუდი შეიძლება, გაიფიქროს ადამიანმა, თქვენ ხართ ამის სახე, – ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, რომელმაც „მედიის დისკრედიტაციასა და ზოგადად შავ კამპანიასთან დაკავშირებით“ დაუსვა კითხვა.

კალაძის თქმით, შეურაცხმყოფელია „მთავარი არხის“ ეთერში ის გადაცემები, რომლებიც მას და მის ოჯახს ეძღვნება.

„თქვენზე დიდი რადიკალები, თქვენზე უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობენ. თქვენ ხართ თავი და თავი სიძულვილის, ბოროტების, თუ რაიმე ცუდი შეიძლება, გაიფიქროს ადამიანმა, თქვენ ხართ ამის სახე. რა გინდათ იმაზე დიდი დისკრედიტაცია, ნახეთ, სად მუშაობთ. შეგიძლიათ, ნახოთ თქვენი სატელევიზიო ეთერები, ნახოთ სიძულვილის ენა, ეს არის ბოროტება, რაც კი შეიძლება, მოიგონოს ადამიანმა, ცილისწამება, ფაქტებს გეუბნებით. ნახეთ ის შეურაცხმყოფელი განცხადებები, ეთერები, კონკრეტული გადაცემები, რომლებიც ეძღვნება კახა კალაძეს, ეძღვნება ჩემს ოჯახს, ამაზე დიდი სიბინძურე რა გინდათ. ამას ხელს აწერთ და მეუბნებით პატიოსნებაზე, არ გრცხვენიათ?“, – მიმართა კახა კალაძემ.

წინა სტატიაშიQooQy Bakery – წარმატება უმოკლეს დროში!
შემდეგი სტატიამელია – ქვეყნის ხსნა და უებარი გამოსავალი ამ ეტაპზე არის მრავალფეროვნება და კოალიციური მმართველობა