კალაძე – უკრაინას ჰქონდა, აქვს და ექნება ჩვენი მხარდაჭერა

უკრაინას და უკრაინელ ხალხს ჩვენი მხრიდან ყოველთვის აქვს მხარდაჭერა. ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რატომ არ გაავრცელა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის მხარდამჭერი ოფიციალური განცხადება, კახა კალაძე პასუხობს, რომ საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება უკვე გააკეთა.

„საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება და შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ამით,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიზარქუა – არავის აქვს უფლება, შეულახოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ძმებს, პარტნიორებს
შემდეგი სტატიაკალაძე – იმდენი საქმე გვაქვს, რომ ნამდვილად არ მინდა „ნაციონალური მოძრაობის” სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე დავხარჯო დრო