კალაძე სააკაშვილზე: თავად იღებს გადაწყვეტილებას, როგორ იმოქმედებს, თუ უნდა იშიმშილოს და რამდენიც უნდა, იმდენი ჭამოს

სააკაშვილი თავად იღებს გადაწყვეტილებას, როგორ იმოქმედებს, თუ უნდა იშიმშილოს და რამდენიც უნდა, იმდენი ჭამოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით კალაძე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ უვადო შიმშილობას აცხადებს.

„ეს მისი გადასაწყვეტია, თვითონ როგორც უნდა, ისე გადაწყვიტოს, ვერავინ შეუშლის ხელს ამაში და ვერავინ შეაჩერებს. ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება, თავად იღებს გადაწყვეტილებას, როგორ იმოქმედებს და რა გააკეთოს. რა პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შეცვალოს, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მისი გადაწყვეტილებაა, უნდა იშიმშილოს და რამდენიც უნდა, იმდენი ჭამოს, ვინ უშლის. მიხეილ სააკაშვილის ადეკვატურობაზე ნუ დამაწყებინებთ შეფასებების გაკეთებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთის წინააღმდეგ ბრიტანეთის ეკონომიკური სანქციების ნაწილი დღეს გასაჯაროვდება
შემდეგი სტატიაკლინიკა “ვივამედში” პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა