კალაძე: პარტიის აგიტატორებსა და აქტივისტებს აქვთ ფოტოსურათებიანი სიების ქონის და ამ სიების მიხედვით ამომრჩევლების აღრიცხვის უფლება

“ქართული ოცნებიდან” თბილისის მერობის კანდიდატის კახი კალაძის განცხადებით, ოცივე ოლქში, სადაც მეორე ტური იმართება, ძირითადად საარჩევნო პროცესი მშვიდობიანად მიმდინარეობს, გარდა რამდენიმე ქალაქისა. კახა კალაძის თქმით, ადგილი აქვს ამ ქალაქებში სიტუაციის დაძაბვის მცდელობას სამწუხაროდ, ძირითადად, გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან ხდება.

თბილისის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ პარტიის აგიტატორებსა და აქტივისტებს ამომრჩეველთა სიების ქონის კანონიერი უფლება გააჩნიათ.

“ამ დროისთვის, ოცივე ოლქში, სადაც მეორე ტური იმართება, საერთო ჯამში, მშვიდი ვითარებაა და მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფალ, მშვიდ გარემოში გააკეთონ საკუთარი არჩევანი. ზოგიერთ ქალაქში შეინიშნება სიტუაციის დაძაბვის და სამწუხაროა, რომ ეს მცდელობები ძირითადად გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან ხდება.

ამიტომ, მოვუწოდებ მათ მისცენ მოქალაქეებს საშუალება, მშვიდ გარემოში გააკეთონ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი და აქვე განვმარტავ, როგორც მათთვის, ისე ყველა მედიასაშუალებისთვის, პირველ რიგში კი საარჩევნო პროცესში ჩართული ადამიანებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით, მოქალაქეებს, მათ შორის პარტიის აგიტატორებსა და აქტივისტებს, აქვთ ფოტოსურათებიანი სიების ქონის და ამ სიების მიხედვით ამომრჩევლების აღრიცხვის უფლება. ეს არ არის არავითარი დარღვევა და ამიტომ ნურავინ შეეცდება ამ საბაბის გამოყენებით რაიმე დაძაბულობის შექმნას,” – განაცხადა კახა კალაძემ.

წინა სტატიაშიცესკო – აქტიურად დაიწყო მანიპულირება ერთ პირზე გაცემულ ორ პირადობასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ აღნიშნული მოქალაქე ამომრჩეველთა სიაში მხოლოდ ერთხელ არის შეყვანილი
შემდეგი სტატია15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 31.82%-ია – ცესკო