კალაძე: მიხეილ სააკაშვილი არის მთავარი შემოქმედი იმისა, რაც 2012 წლამდე ქვეყანაში ხდებოდა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილსა და 9-წლიან მმართველობაზე საუბრის ნაცლად, უმჯობესია ისაუბრონ ქვეყნის განვითარებაზე, მიმდინარე პროექტებზე და იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს არსებობს.

კალაძის თქმით, ქვეყნისთვის სერიოზული გამოწვევაა ტერიტორიების ოკუპაცია და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

„მიხეილ სააკაშვილი არის მთავარი შემოქმედი იმისა, რაც 2012 წლამდე ქვეყანაში ხდებოდა. აღარ მინდა, კიდევ დავუბრუნდე ამ 9-წლიან თემას. ყველამ კარგად ვიცით, რაც ხდებოდა. ჩვენ ახლა პირიქით, უნდა ვისაუბროთ მომავალზე, ვისაუბროთ ქვეყნის განვითარებაზე, ზუსტად ასეთ პროექტებზე, რომლებიც ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, მივაწოდოთ ინფორმაცია ხალხს. დღეს, დღევანდელი ჩვენი მედიასივრცე გაჯერებულია ნეგატივით, რაც მხოლოდ და მხოლოდ ოპონენტებს აწყობთ. იმდენი პროექტი ხორციელდება ქვეყანაში, იმდენი კარგი საქმე კეთდება, ვილაპარაკოთ ამ საქმეებზე და იმაზე, როგორ ვუპასუხოთ იმ სერიოზულ გამოწვევებს, რომლებიც დღეს დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე – ეს არის ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება აუცილებლად მოხდება
შემდეგი სტატია„გირჩის“ წარმომადგენლის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯოდმარესთან, ერთიანი ფორმატიდან გასვლას არ ნიშნავს