„გირჩის“ წარმომადგენლის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯოდმარესთან, ერთიანი ფორმატიდან გასვლას არ ნიშნავს

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „გირჩის“ წარმომადგენლის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯოდმარესთან, ერთიანი ფორმატიდან გასვლას არ ნიშნავს.

მისივე თქმით, რაც მთავარია, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში რეგულარულად შეკრებილი პარტიების ერთობას, რომლებიც პრაქტიკულად სრულიად ოპოზიციურ სპექტრს წარმოადგენენ, არაფერი ემუქრება.

„გირჩის“ შეხვედრა არ ნიშნავს ერთიანი ფორმატიდან გასვლას, მაგრამ, რაც მთავარია, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში რეგულარულად შეკრებილი პარტიების ერთობას, რომლებიც წარმოადგენენ კიდეც პრაქტიკულად სრულიად ოპოზიციურ სპექტრს, აბსოლუტურად არაფერი ემუქრება, ძალების კონსოლიდაციის, კოორდინაციის, არჩევნებისთვის მზადების თვალსაზრისით გაგრძელდება მუშაობა ნებისმიერ სისტემაში, რა სისტემაც არ უნდა იყოს და ამას მომავალში საფრთხე არ ემუქრება“ ,- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

„შეიძლება სადმე კაფეში, ვინმე ვინმეს გადაეყაროს, მაგრამ რასაც ქვია მოლაპარაკება – მოლაპარაკება წარმოებს დადგენილ მრავალმხრივ ფორმატში. ეს არის მოლაპარაკების ერთადერთი ფორმატი.

„ქართული ოცნება“ არის ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ისევე, როგორც საქართველოს საზოგადოების აზრის მხრიდან, რომ წავიდეს კომპრომისზე. ამ წნეხის გამო ისინი შეეცდებიან მაინც, რომ რაიმე იმიტაცია გააკეთონ კონსტრუქციული მიდგომისა, მაგრამ ისევ და ისევ შემიძლია, გავიმეორო, რომ პარტიების იმ ერთობას, და ამაში „ევროპული საქართველო“ ძალიან აქტიურად მონაწილეობს, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მუშაობს, არაფერი ემუქრება“ ,- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

პარტია „გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ინფორმაციით, მისი თანაპარტიელი იაგო ხვიჩია 18 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. საარჩევნო საკითხებზე მმართველი პარტიისა და „გირჩის“ შეხვედრას ასევე ადასტურებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკიც. შეხვედრას გამოეხმაურა პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც.

banner
წინა სტატიაშიკალაძე: მიხეილ სააკაშვილი არის მთავარი შემოქმედი იმისა, რაც 2012 წლამდე ქვეყანაში ხდებოდა
შემდეგი სტატიაუკრაინული დელეგაციის ვიზიტი აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში