კალაძე – „ენკასთან“ თუ შეწყდა ხელშეკრულება, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მოიძებნოს ინვესტორი, ვინც ამ პროექტს განახორციელებს

ენერგეტიკის დარგისთვის პირდაპირ ვიტყვი უკან გადადგმული ნაბიჯია, როდესაც ასეთი პროექტები ჩერდება. ჩვენ ქვეყანას რა რესურსიც გააჩნია მაქსიმალურად უნდა იყოს რაციონალურად გამოყენებული, რომ ენერგეტიკულად, ენერგიის თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა გახდეს დამოუკიდებელი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას ამის რესურსი გვაქვს და მისი არგამოყენება ძალიან ცუდი იქნება.

„ამ კომპანიასთან თუ შეწყდა ხელშეკრულება ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ძალიან სწრაფად მოიძებნოს ინვესტორი, ვინც ამ პროექტს განახორციელებს, რადგან ენერგოდამოუკიდებლობისთვის, იმისთვის, რომ ენერგია მიეწოდებოდეს ქვეყნის მოსახლეობას, ეკონომიკის განვითარებასთან ერთად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრში სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიაგოცირიძე – „ენკას“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა წარმოუდგენლად დიდი სკანდალია