კალაძე – ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში არ ყოფილა, რომ გახარია მოღალატეა

ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში არ ყოფილა, რომ გახარია მოღალატეა, მან ღალატი ახსენა გუნდთან მიმართებით, – განუცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას.

კალაძის თქმით, ივანიშვილის წერილით ყველაფერი იყო ნათქვამი და წერტილი დაესვა მითქმა-მოთქმას, თითქოს გიორგი გახარიას პარტია ბიძინა ივანიშვილის პროექტია.

„ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში არ ყოფილა, რომ მოღალატეა. მან ღალატი ახსენა გუნდთან მიმართებით, რა თქმა უნდა, არ იყო მოსაწონი ის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში მისი მხრიდან იყო.

ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილით ყველაფერი იყო ნათქვამი და წერტილი დაუსვა, იმ მითქმა-მოთქმას, თითქოს გახარიას პარტიის შექმნა ეს არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა. „თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს იყო საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი. სამართლისა და კანონის უზენაესობა არის ნებისმიერი სახელმწიფოს ქვაკუთხედი. უპირველეს ყოვლისა, სწორედ კანონის უზენაესობის მიმართ დამოკიდებულებით უნდა შეფასდეს და გაიზომოს ნებისმიერი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო თანამდებობის პირის საქმიანობა და მოღვაწეობა. როდესაც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირი კანონის უზენაესობის წინააღმდეგ გამოდის და ამ საბაბით თანამდებობას ტოვებს, ამაზე დიდი პოლიტიკური დანაშაული ძნელი წარმოსადგენია. მინდა მწუხარებით აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერმა ჩემი მძიმე იმედგაცრუება გამოიწვია“, – წერს ბიძინა ივანიშვილი განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოდის შერცხვენილი და თავლაფდასხმული
შემდეგი სტატიათამარ გაბუნია – დავიწყეთ ბინაზე ხანდაზმულების ვაქცინაციის პროგრამა