კალაძე: ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში არ ყოფილა, რომ გახარია მოღალატეა, მან ღალატი ახსენა გუნდთან მიმართებით

ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში არ ყოფილა, რომ გახარია მოღალატეა, მან ღალატი ახსენა გუნდთან მიმართებით, – განუცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას.

კალაძის თქმით, ივანიშვილის წერილით ყველაფერი იყო ნათქვამი და წერტილი დაესვა მითქმა-მოთქმას, თითქოს გიორგი გახარიას პარტია ბიძინა ივანიშვილის პროექტია.

„ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში არ ყოფილა, რომ მოღალატეა. მან ღალატი ახსენა გუნდთან მიმართებით, რა თქმა უნდა, არ იყო მოსაწონი ის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში მისი მხრიდან იყო.

ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილით ყველაფერი იყო ნათქვამი და წერტილი დაუსვა, იმ მითქმა-მოთქმას, თითქოს გახარიას პარტიის შექმნა ეს არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის სხდომათა დარბაზში ერთმანეთს გიორგი ვაშაძე და ანზორ ბოლქვაძე დაუპირისპირდნენ
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე: ხალხი ღატაკდება, საქმეზე არავინ საუბრობს