კალაძე – 2 ოქტომბერს საზოგადოება მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც ამ ქალაქს ეკადრება

მგონი, გუშიდენდლ დებატებში ყველამ ძალიან კარგად დაინახა, თუ ვის როგორ წარმოუდგენია ქალაქის განვითარება, ვის აქვს ხედვა ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით, როგორ წარმოუდგენია ოთხი წლის შემდეგ დედაქალაქი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„ადამიანები ყველაფერზე საუბრობდნენ გარდა თბილისისა და საზოგადოება რა თქმა უნდა მიიღებს 2 ოქტომბერს სწორ გადაწყვეტილებას, ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც ეკადრება ამ ქალაქს, ისეთ გადაწყვეტილებას, რომ გაიმარჯვოს ამ ქალაქმა და გაგრძელდეს აღმშენებლობა და განვითარება“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიყოფილი პოლიციელის საქმის განმხილველი 3 ნაფიცი მსაჯული ავარიაში მოყვა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ნაყოფიერი საუბარი შედგა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებზე