კაკო ბობოხიძე – კომპანია BitFury_ის შესახებ

2018 წლის 8 იანვარს ევროპულმა საქართველომს გააკეთა განცხადება ბიძინა ივანიშვილის კომპანია BitFury_ის შესახებ. საპასუხო 9 იანვარს კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც უარყოფდა რაიმე პრიველეგიების არსებობას და მზადყოფნას გამოთქვავდა გამოექვეყნებინა ელექტრონული ენერგიისთვის გადახდილ თანხანს.
ევროპული საქართველოს კიდევ ერთხელ აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ:
1. კომპანია BitFury-ს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შედეგად გაიზარდა თბილისის მოხმარება, რასაც მთავრობის განცხადების თანახმად მოყვა მოსახლეობისთვის ტარიფის ზრდა.
2. კომპანია BitFury იხდის დენის ტარიფის დაბალ გადასახადს, როგრც თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო.
3. საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად შეუქმნა ბიძინა ივანიშვილს თავისუფალი ინდისტრიული ზონის პირობები. თავისუფალი ზონა უნდა აკმოყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
1. მიწა – კანონის თანახმად ფართობი უნდა აღემატებოდეს 10 ჰა და მოთხოვნის შეტანისას მთხოვნელმა უნდა წარადგინოს საკუთრების დოკუმენტაცია. ამ შემთხვევაში მოთხოვნამდე რამოდენიმე თვით (2015 წ. 25 მაისს) ადრე მთავრობამ სიმბოლურ ფასად (1 ლარი) გადასცა სახელმწიფოს კუთვნილი მიწა რამოდენიმე თვის შექმნილ კომპანიას.

2. გეგმა – კომპანიამ უნდა წარუდგინოს მთავრობას გეგმა, რომელშიც აღწერილი იქნება თუ რა სარგებელს მიიღებს საქართველო ამ თავისუფალი ზონიდან. სარგებელი შეიძლება იყოს ინვესტიციები, მოსახლეობის დასაქმება და ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. ამ შემთხვევაში:

• ეკონომიკური სარგებელი – ოფიციალურად ზონა გაკეთდა ტექნოლოგიური პარკისთვის. პირველი კითხვაა რამდენად არის ბიტკოინების წარმოება ტექნოლოგიური პარკი? და მეორე და მთავარი რამდენად შეუწყობს ბიტკოინების წარმოება, რომლითაც კონკრეტული ადამიანი, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი სარგებლობს, თან საზღვარგარეთ, ქვეყნის ეკონომიკის გაჭანსაღებას?
• დასაქმება – საუკეთესო შემთხვევაში კომპანია დაასაქმებს 10-20 სპეციალისტს.
• ინვესტიციები – კომპანიის მიერ დახარჯული თანხების უმეტესი ნაწილი საზღვარგარეთ ძვირადღირებული აპარატურის შეძენას მოხმარდა და შესაბამისად საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირებად ამ შემთხვევაში ძნელად თუ ჩაითვლება. ასევე საინტერესოა, რომ კომპანიამ 2014 წელს $20 მილიონიანი დაფინანსება მიიღო ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდისგან. BitFury-ს აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ვავილოვია, დირექტორთა საბჭოს წევრი კი ქართველი ბიზნესმენი, გიორგი კიკვაძეა. BitFury-ის ინფორმაციით, კიკვაძე ამავდროულად ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორია.
ამავე დროს ევროპული საქართველოს მიმართავს კომპანია BitFury-ს გამოაქვეყნოს:
1. ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასთან, რომელიც რატომღაც გასაიდუმლოებულია.
2. გამოაქვეყნოს კომპანიის მიერ 1 კვ./სთ გადახდილი თანხის ოდენობა, ერთ საათში დახარჯული ელექტრო ენერგიის ოდენობა, საწარმოს მუშაობის გრაფიკი დღეში და სამუშაო დღეების ოდენობა.
3. დასაქმებული პერსონალის ოდენობა.
გამოქვეყნებული ინფორმაციას მისცემს საშუალებას საქართველოს საზოგადოებას უპასუხოს კითხვას მოაქვს თუ არა რაიმე სარგებელი ბიძინა ივანიშვილის კომპანია BitFury-ს საქართველოს ეკონომიკისა და მოსახლეობისთვის.

banner
წინა სტატიაშიმოქალაქეობის საკითხთა კომისია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადადის
შემდეგი სტატიაქუთაისში ქურდობაში ეჭვმიტანილი ბინაში, კარადის თავზე დამალული იპოვეს