კახი კალაძის ინტერესები ნიშნიანიძე-ფეიქრიშვილის საქმეში – ოჯახის წევრების ბრალდება ვიცეპრემიერს

ხმაურით დაკავებული ნოდარ ნიშნიანიძის და გიორგი ფეიქრიშვილის ოჯახის წევრები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ. ისინი კონკრეტული მაღალჩინოსნების ინტერესზე საუბრობენ.

ნიშნიანიძის და ფეიქრიშვილის ახლობლების თქმით, მათი დაკავებით პირდაპირ იყო დაინტერესებული ვიცე პრემიერი კახა კალაძე. ოჯახების წევრები კონკრეტულ სატელეფონო საუბრებსაც იხსენებენ.

გიორგი ფეიქრიშვილის მეუღლე თათა ჩინჩლაძე აღნიშნავს, რომ სატელეფონო საუბარს ისმენდა, სადაც ფეიქრიშვილს ეუბნებოდნენ, რომ ღამის 12 საათამდე უნდა დაეტოვებინა ქვეყანა. მისი თქმით, დავალება პირდაპირ კახი კალაძისგან მოდიოდა, რომელმაც მანამდეც არა ერთხელ შემოუთვალა, რომ წინასაარჩევნოდ ფეიქრიშვილს ქვეყანა უნდა დაეტოვებინა და წინასაარჩევნო პროცესებში არ ჩარეულიყო.

თათა ჩინჩალაძის თქმით, ერთ-ერთი პირი, რომელიც ფეიქრიშვილთან მოლაპარაკებაზე იყო, კახი კალაძის მეუღლის ნახევარძმა.

„ეს ყველაფერი არის კახი კალაძის დავალებით, ის მუდმივად აგზავნიდა ჩვენთან მის მეგობრებს,”- განაცხადა ჩინჩალაძემ.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ “რუსთავი 2”-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი სასამართლომ საქმეს უნდა დაურთოს
შემდეგი სტატიასააკაშვილის პასუხი: “არჩევნები ივანიშვილს წაგებული აქვს, რაც არ უნდა მოიმოქმედოს”