კახი კალაძე : კახეთი დღესაც ქვეყნის აღმშენებლობის და განვითარების ავანგარდში დგას

თქვენ ცხოვრობთ საინტერესო დროს, თქვენს თვალწინ ხდება ახალი საზოგადოების ფორმირება

შინაურს თუ გარეულს, სტუმარს თუ საქართველოს მოქალაქეს, ყველას მოუხარია კახეთში, ყველა შეყვარებულია აქაურობაზე – ასე მიმართა “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ თელავში, მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას შეკრებილ მხარდამჭერებს.

კახი კალაძის თქმით, კახეთი დღესაც ქვეყნის აღმშენებლობის და განვითარების ავანგარდში დგას.

„თუ კახეთში არ ყოფილხარ, საქართველო არ გინახავს. თუ კახური ღვინო და მასპინძლობა არ დაგიგემოვნებია, ესე იგი აქაურობის სულს ვერ ჩაწვდომიხარ. თქვენი მადლიანი კუთხეა საუკუნეების მანძილზე პირველ რიგში ღვინოსთან და ვაზთან არის ასოცირებული, კახეთთან არის დაკავშირებული ქართული გენის მაგია. კახეთთან არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის იტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ქარტეხილები“. -განაცხადა კახი კალაძემ.

სიტყვით გამოსვლისას პარტიის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ახალმა ხელისუფლებამ, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რევანშსა და დასჯას ჩიხში შეყვანილი ქვეყნის განვითარება და ნორმალურ გზაზე დაყენება არჩია.

„ჩვენ ავირჩიეთ ბევრად უფრო რთული, არაპოპულისტური გზა – ჩუმად და რუდუნებით დავიწყეთ ჩვენი სამომავლო კეთიდღეობისთვის საძირკვლის ჩაყრა. დავიწყეთ ჯანდაცვის, განათლების სოფლის მეურნეობის რეფორმებიდავიწყეთ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა.შევქმენით ყველა პირობა იმისთვის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას, ვისაც სურვილი ქონდა ბიზნესი ეწარმოებინა არ შეშინებოდა რომ ვინმე წილში ჩაუჯდება, ან ვინმე ფულს ჩაატანინებს, ან სახელმწიფოზე შუაღამით გადააფორმებინებს ნაშრომს და ნაჯაფს. ხალხმა ირწმუნა, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები დაიწყო. ხალხმა ირწმუნა რომ თავისუფალი გახდა. ხალხმა დაინახა რომ შიში წარსულში დარჩა და ხალისი მიეცა შრომასაც დასვენებასაც, ქებასაც და კრიტიკასაც. კახელი გლეხის გარჯა, ღვინის სახლები და საოჯახო სასტუმროები, კახური სუფრის პოპულარიზაცია, ტურისტული ზონები – მარტო ახტალა რა საერთაშორისო მნიშვნელობის განძი გაქვთ. ეს ყველაფერი თქვენია, ეს ყველაფერი თქვენი პროგრესის საფუძველია, ეს იძლევა ალაზნის ველივით უკიდეგანო შესაძლებლობებს დოვლათის, კეთიდღეობის შესაქმნელად, თითოეულ კახურ ოჯახისთვის და საქართველოსთვის მთლიანობაში”,- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

კახი კალაძე დარწმუნებულია, რომ 8 ოქტომბერს პარტია „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.
„ჩემო თანამებრძოლებო, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების, ჩვენი აქტივისტების გამარჯვება, ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება. ჩვენ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის“- დასძინა კახი კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა კახეთში მაჟარიტარობის კანდიდატები წარადგინა
შემდეგი სტატიაპრემიერი : ჩვენ, ყველამ ერთად, მოვიგეთ მნიშვნელოვანი ბრძოლა და ეს იყო ბრძოლა საქართველოსთვის