კახი კალაძე, დავით სერგეენკო და ოთარ დანელია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან

2030.news-ისთვის ცნობილი გახდა, რომ მინისტრთა კაბინეტის სამი წევრი “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია კენჭს მარტვილში იყრის.

მაჟორიტართა შორის იქნებიან კახი კალაძე და დავით სერგეენკოც. თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის კონკრეტულად რომელი ოლქის მაჟორიტარები იქნებიან კალაძე და სერგეენკო.

„ქართული ოცნება“ გუნდის ახალ 20 სახეს 13 ივლისს წარადგენს. საარჩევნო სიის შემადგენლობა და მაჟორიტარ კანდიდატთა ვინაობა კი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკებები რთული პროცესი იქნება
შემდეგი სტატიანანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო ფესტივალს სახელი შეუცვალეს