კახი კახიაშვილი: ბათუმი 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლად განიხილება

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, შესაძლოა, ბათუმმა წელსვე მსოფლიოს ჩემპიონატსაც უმასპინძლოს. ამის შესახებ საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა.

წელს მსოფლიოს ჩემპიონატი ტაილანდშია დაგეგმილი, თუმცა ქვეყანა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და დიდი ალბათობით ამ ტურნირის მასპინძლობის უფლებასაც დაკარგავს.

როგორც კახიაშვილი ამბობს IWF-მა ტაილანდის ჩასანაცვლებლად თავიდან ოთხი ქვეყანა შეარჩია. ესენი რუსეთი, ყაზახეთი, ჩინეთი და საქართველოა, თუმცა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთი ყაზახეთი და ჩინეთი დოპინგ სკანდალების გამო შარშან ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა და სხვადასხვა სპორტის სახეობების ფედერაციებს რეკომენდაცია გაუწია, რომ დროებით ამ ქვეყნებში მასშტაბური სპორტული ღონისძიებების ჩატარებისგან თავი შეიკავონ.

აქედან გამომდინარე საქართველო ყველაზე რეალური კანდიდატია და თუ ტაილანდში ტურნირის ჩატარება საბოლოოდ გამოირიცხა, მაშინ იმისთვის, რომ მას ბათუმმა უმასპინძლოს, საჭირო მხოლოდ ქართული მხარის თანხმობა იქნება.

„წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების უფლება ტაილანდს აქვს, თუმცა სერიოზული პრობლემებია და საერთაშორისო ფედერაციამ ამ ტურნირს ტაილანდში ჩატარების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. შემდეგ შემოგვთავაზეს ჩვენ, რომ თუ გვსურდა დიდი „ივენთის“ მასპინძლობა ჩაგვეტარებინა მსოფლიოს ჩემპიონატი ბათუმში. ჯერჯერობით თავს ვიკავებთ, რადგან ეს ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული და ვესაუბრებით სპორტის ხელმძღვანელებს, რომლებთანაც საბოლოო ჯამში ყველაფერი უნდა შევათანხმოთ“ – ამბობს სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონი.

წყარო :პირველი არხი

banner
წინა სტატიაშისაკრებულომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დაამტკიცა
შემდეგი სტატიააუდიტის სამსახური – „საქართველოს ფოსტაში“ ერთ წელიწადში 6.6 მილიონი ლარის დანამატები გაიცა