კახა ოქროჯანაშვილი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის და სამოქალაქო უსაფრთხოების მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 16, 2017 21:21

კახა ოქროჯანაშვილი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის და სამოქალაქო უსაფრთხოების მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის და NATO-ს სამოქალაქო უსაფრთხოების მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კოორდინირებით მიმდინარე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნას და რომელსაც ტექნიკურ მხარდაჭერას NATO-ს სამოქალაქო უსაფრთხოების მრჩეველთა მისია უწევს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ტორსტენ დერიკი – NATO-ს ადგილობრივი ოფისის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი; კრისტიან კოკვიკი – კრიტიკული ინფრასტრუქტურის ექსპერტი; სტეფანო სანტამატო – NATO-ს სამოქალაქო უსაფრთხოების საოპერაციო სამმართველოს წარმომადგენელი; მაგდა კოუტკოვა – კრიტიკული ინფრასტრუქტურის ექსპერტი; ჯიოვანი ფერარი – იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო დაცვის წარმომადგენელი; მერი გაბაშვილი – ნატო-ს პროფესიული განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი; გრიგოლ მოდებაძე – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; ნიკოლოზ ქავთარაძე – თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი და გიორგი ღიბრაძე – კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერატიული ცენტრის დირექტორი.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, პრემიერის დავალებით, 2016 წლის ნოემბრიდან მუშაობს აღნიშნულ პროექტზე, ხოლო 2017 წლიდან კოორდინაციას უწევს უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 16, 2017 21:21

Google სტატისტიკა


18,783
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics