კახა მიქია ლაშა თაბუკაშვილს პასუხობს

გიხაროდენ!!!

,,იმ 9 აპრილს რატომ მივტირი ხოლმე და ხშირად რატომ მახსენდება?
იქ მეც დავიჩეხე და ჩემი რეზიკოც დაიჩეხა და ბევრი ჩემი მეგობარიც და 20 ქალი მოგვიკლეს ცხვირწინ და ეს სიტყვა გმირი, როცა გვიწოდეს, უარვყავით და დავგმეთ ძალიან უხეშად, იმიტომ რომ 20 ქალს რომ მოგიკლავენ ცხვირწინ, რა გმირი ხარ? რამდენიმეს გადარჩენა და ორჯერ მუშტის მოქნევა, რამე დავაკელით თუ რა?
პატრიარქს არ დავუჯერეთ მაშინაც!
ის შეცდომით წაკითხული ,,მამაო ჩვენო “და იქაც რაღაც პირადი ინტერესი. ვინ ხარ შენ? შენი თავი გიყვარს საქართველოში თუ საქართველო შენში, ამაში უნდა გავერკვეთ ძალიან მკაფიოდ”,-განაცხადა  ,,POSTV”-ის ეთერი ლაშა თაბუკაშვილმა.

ეუჰ, რა მაგარია და რა მაგრად მცემს ჯაბა იოსელიანის ლობიოს დემოკრატიის სუნი?!
რა გმირები ჩვენ ვიყავით, 20 ქალი თვალწინ მოგვიკლესო…
და გმირები რომ გვიწოდეს ,მკაცრად დავგმეთო გმირის სახელი…
ისევ პატრიარქს არ დავუჯერეთო…
ბატონო თაბუკაშვილო,
შეცდომით წაკითხული ,,მამაო ჩვენოს “შემდეგ ხალხს მერაბ კოსტავამ მიმართა!!!
მერაბ კოსტავა იყო პირადი ინტერესების მსხვერპლი?!
რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას, მან პატრიარქს უთხრა, ,,ხალხს დაშლისკენ რომ მოვუწოდოთ,მოღალატეებად გამოგვაცხადებენო.”
ამის შემდეგ პატრიარქმა ხალხი მიატოვა და წავიდა!!!…
პირველ რიგში, მერაბ კოსტავამ საქართველოს ეროვნულმა გმირმა, არ დაუჯერა პატრიარქს…
მართლა არ მინდა გავაგრძელო და რაღაც კიდევ წამომცდეს, უბრალოდ ერთს ვიტყვი,
თქვენ, ბატონო თაბუკაშვილო, ალბათ ის ხალხი უფრო მოგწონთ, ვინც პატრიარქის წინ, ირინა სარიშვილის ბრძანებით, ედუარდ შევარდნაძეს დაუჩოქა, ისინი ხომ ,,დამჯერები” არიან…
აბა, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებს, თავისუფლებისმოყვარე ადამიანებს რა უნდა მოსთხოვო, ჯიუტებსა და დაუჯერებლებს…
ასე, რომ…წერს კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშივარშავას აეროპორტში ბომბის შესახებ ინფორმაციის შემდეგ თვითმფრინავის ევაკუაცია მოხდა
შემდეგი სტატიაანა დოლიძე: მავნებლურია კანონპროექტი, რომელიც კერძო სკოლების მოსწავლეს გადასახადის გადაუხდელობის გამო სასწავლო წლის დასრულებას უკრძალავს