კახა მიქაია: როლები შეიცვალა და ტელევიზიამ(რუსთავი2) დაარბია და თავის ნებასურვილს დაუქვემდებარა საქართველის ხელისუფლება

გიხაროდენ!!!

ხელისუფლების უუნარობა თუ სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმა-რა ხდება სამეგრელოშივფიქრობ, 8 მარტს სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში, რუსთავი2-ს საქმესთან დაკავშირებით მისაღები გადაწყვეტილება, რომელსაც დიდი ინტერესით ელოდება ამქვეყნად ყველა, ჩემთვის უკვე საინტერსო არ არის.
რატომ?!
მოგახსენებთ.
თუ 2007 წელს, ხელისუფლება არბევდა, ჩაგრავდა, ტელევიზიიდან ყრიდა ჟურნალისტებს და სრულ კონტროლს ანხორციელებდა, მედიასაშუალებაზე (იგულისხმება რათქმა უნდა ტელეიმედი) , დღეს დაბნეული, უსუსური, არაკომპეტენტური და სტრასბურგში 3 მარტს მორიგე მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ აბსოლუტურად დემორალიზებული და შეშინებული ხელისუფლების შემხედვარეს, მეუფლება განცდა, რომ როლები შეიცვალა და ტელევიზიამ(რუსთავი2) დაარბია და თავის ნებასურვილს დაუქვემდებარა საქართველის ხელისუფლება.
ხელისუფალთა საწყალი სახეები ბრიყვული გამომეტყველებით, აღმიძრავს სურვილს, სოლიდარობა გამოვუცხადო და გვერდში დავუდგე მათ ამ უთანასწორო,ბრძოლაში.
ასე რომ, 8 მარტს რა შედეგიც არ უნდა დადგეს და რა ვერდიქტიც არ უნდა გამოიტანოს სტრასბურგის სასამართლომ, მე არასოდეს დამავიწყდება, 2017 წელს, დედის დღიდან ქალთა საერთაშორისო დღემდე პერიოდში ჩემი ხელისუფლება და ვერანაირი სიტყვის თავისუფლებისა თუ დამოუკიდებელი სასამართლოსთვის ბრძოლის იდეა ვერ განმაწყობს მის წინააღმდეგ

P.S.ეს პოსტი გუშინ დავწერე, დღეს კი, სტრასბურგის ადამამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, გუშინ დაწერილი და გამოუქვეყნებელი პოსტის, გამოქვეყნება გადამაწყვეტინა-წერს ” დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშისოხუმი აშშ-ს განცხადებას პასუხობს
შემდეგი სტატიაIDS Borjomi Russia-მ კომპანია “Чистая вода” შეიძინა