IDS Borjomi Russia-მ კომპანია “Чистая вода” შეიძინა

IDS Borjomi Russia-მ ციმბირისა და ურალის უალკოჰოლო სასმელების ბაზრის ლიდერი Чистая вода შეიძინა. IDS Borjomi Russia საერთაშორისო ჰოლდინგის IDS Borjomi International-ის ნაწილია, რომელიც საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში 8 ქარხანას ფლობს.

აღნიშნული გარიგების შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე გახდა. კომპანია “სუფთა წყალი” 1.5 მილიარდ რუბლად იყო შეფასებული.

“ახალი წყლის კომპანიის შემოერთება ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა IDS Borjomi Russia-ის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრ ჟდანოვმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული კომპანიის პროდუქციის დისტრიბუციას ციბირსა და ურალში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

“Чистая вода” რუსულ ბაზარზე 1998 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიას ორი სამრეწველო კომპლექსი რუსეთის ორ ქალაქში, ნოვოსიბირსკსა და ეკატერინბურგში აქვს. კომპანიის ძველ მფლობელად ბიზნესმენი ანდრეი შარკოვი სახელდება.

წყარო:buziness kontract

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: როლები შეიცვალა და ტელევიზიამ(რუსთავი2) დაარბია და თავის ნებასურვილს დაუქვემდებარა საქართველის ხელისუფლება
შემდეგი სტატიაამ გადაწყვეტილებამ გადაარჩინა მთელი მასმედია, რადგან ეს საფრთხე ყველას ელოდა