სოხუმი აშშ-ს განცხადებას პასუხობს

აშშ-ს მოწოდებას ენგურზე დროებითი გამშვები ორი პუნქტის გახსნის შესახებ, რომელიც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ 6 მარტს დახურულად გამოაცხადა, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით პასუხობს. “თაიმერი” გთავაზობთ განცხადების ტექსტს:
“6 მარტს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც “ღრმა შეშფოთებას” გამოხატავს მდინარე ენგურზე ორი გამშვები პუნქტის დახურვის გამო.
განცხადებაში ტირაჟირდება უკვე აქსიომად ქცეული აზრი, რომ თითქოს აღნიშნული პუნქტების დახურვა ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას უშლის ხელს, რაც შექმნის გარკვეული “ჰუმანიტარული ტიპის სირთულეებს”. უფრო მეტიც, განცხადების თანახმად, პუნქტების დახურვა შეიძლება გახდეს ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიებს ჩაშლის მიზეზი. ისინი უცერემონიოდ ითხოვენ უკვე დახურული ორი პუნქტის გახსნას.
აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ იმეორებს, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება ეროვნულ კანონმდებლობას, პასუხობს მისი მოქალაქეების უსაფრთხოების ინტერესებს და განხილვას არ ექვემდებარება. ორშაბათს, 6 მარტს ბგუურას (ოტობაიასა) და ბატაიგუარას (ნაბაკევი) გამშვები პუნქტების დახურვა ოფიციალურად განხორციელდა.
ამასთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობისადმი ყველანაირი “მოწოდება” გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ, რომელიც საქართველოს მეგობარი ქვეყნების ან საერთაშორისო სტრუქტურების მიერ ჟღერს, აზრს მოკლებულია და გაურკვევლობის გარდა სხვას არაფერს გამოიწვევს.
საქართველოს ყველა მეგობარ ქვეყანას მოვუწოდებთ, მათ შორის საერთაშორიო ორგანიზაციებს, თავი დაანებონ აფხაზეთის შიდა საქმეებით სპეკულირებას.
რაც შეეხება ჟენევის დისკუსიას, რომელიც აშშ-ს საგარეო უწყების განცხადებაშია ნახსენები, უნდა აღინიშნოს, რომ მას საფრხეს უქმნის თბილისის კონტრპროდუქტიული პოზიცია, რომლის მიზეზითაც ვერ ხერხდება ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის მიღება”.

banner
წინა სტატიაშიგიორგი აბაშიშვილი: ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ვერ მივხვდი რას ნიშნავს საქართველოს გამარჯვება?
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: როლები შეიცვალა და ტელევიზიამ(რუსთავი2) დაარბია და თავის ნებასურვილს დაუქვემდებარა საქართველის ხელისუფლება