კახა მიქაია: ნარმანიული ვირიშვილო-მაიმუნო და სად სამტრედიული – გოთვერნული…

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 11, 2018 01:13

კახა მიქაია:  ნარმანიული ვირიშვილო-მაიმუნო და სად სამტრედიული – გოთვერნული…

მთელი ღამე ვფიქრობდი, რითი ჰგავს კახა კალაძე ტატო ბარათაშვილს მერანს?!
თქვენ წარმოიდგინეთ და…
ქროლვით!!!
დიახ!
თბილისის მერი სწორედ რომ ქროლვისადმი მიდრეკილებით ამ ბოლო დროს ერთი-ერთში დაემსგავსა ბარათაშვილის უსაზღვროდ მქროლავ მერანს!
…და თუ კანცელარიის მეთერთმეტე სართულზე ვაჟას არწივივით დაჭრილი პრემიერი ყვავ-ყორნებს იგერიებს და მისთვის ჩართული ტაიმერის იგნორირებით იწონებს თავს, ქართული პოლიტიკის მერან კალაძეს უკან მოსჩხავის ავბედითი შავი ყორანი(რუსთავი2), მაგრამ ვერ ეწევა…
სწორედ ამ ქროლვისას, რუსთავი 2-ის ყორანმა ჟურნალისტმა მას ამასწინათ შეკითხვა დააწია…
მერის პასუხმაც არ დააყოვნა: ,,თქვენ გგონიათ, გოთვერნულ შეკითხვას მისმევთ?!
იყო მერის პასუხი.
მაგარია!!!
წარმომიდგენია, ამის გაგონებაზე ,,ქართული ოცნების” ოფისში მერის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებისა და კალაძის მომხრეების ჟივილ-ხივილი, შეძახილებით:
,,საღოო, კახა!”
ს-აღღღღუუ…
ისე, მართალი რომ ვთქვათ, სად კოკურ – ნარმანიული ვირიშვილო-მაიმუნო და სად სამტრედიული – გოთვერნული?
რა შედარებაა!!!
ასე, რომ ჩვენო მერო-მერანო, რუსთავი 2-ის გოთვერანი ყორნები შენ ვერას დაგაკლებენ?
გასწი, იქროლე…

P.S. ,,გასწი, მერანო, შე გოთვერანო”…

 

კახა მიქაია

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 11, 2018 01:13

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,516
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics