კახა მიქაია: მე – მწუხარეს და დაღონებულს, ბერნარდ შოუს ცნობილი გამონათქვამი გამახსენა

გიხაროდენ!!!სტრასბურგის სასამართლოს ღამის მორიგემ უპრეცენდენტო გადაწყვეტილებით, მეორე დილით, ქართულ მართმსაჯულებას ცივი წყალი გადაასხა და ყველა და ყველაფერი თავის ადგილზე დააბრუნა.
ყველაფერი თავიდან იწყება, უფრო სწორად, გრძელდება-,,კურიერი,” ,,არჩევანი,” ,,P.S.” ,,ვანოს შოუ,” ,,ნანუკას შოუ,” ,,კომედი შოუ” და სხვა შოუებიც, ხოლო ქალბატონი წულუკიანის მიერ სტრასბურგიდან მიღებული ცნობების სიმშრალეზე აპელირებამ და ,,ქართული ოცნების” მომხრეთა სამართლიანმა გაღიზიანებამ, სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან ერთ ღამეში ვითარებაში გარკვევამ და გაუგებარი სამართლებრივი მექანიზმებით აღსრულების პროცედურის შეჩერებამ, ამ გადაწყვეტილების სტრასბურგის სასამართლოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილებად შერაცხვამ და საერთო ეროვნულმა მოწოდებამ, ,,კჩორტუ სტრასბურგი, ყველაზე დიდი სასამართლო ხალხია,” მე – მწუხარეს და დაღონებულს, ბერნარდ შოუს ცნობილი გამონათქვამი გამახსენა, ,,რატომ უნდა გავითვალისწინოთ რომის პაპის რჩევები სექსის შესახებ? ის ხომ წესით ამაში, სართოდ ვერ უნდა ერკვეოდესო?!”
შოუ გრძელდება, იმედია, მაინც არ მოვიწყენთ და მაინც არ დავიღლებით!!-წერს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია ” ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაში“მივესალმები თუ სტრასბურგის სასამართლო ჩაერთვება პროცესში” – ირაკლი სესიაშვილი R2-ის საქმეზე
შემდეგი სტატიაშსს-ს საპატრულო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს