კახა მიქაია: “მომავალი კი როგორც ერთმა ქართველმა თქვა-ჩ ვ ე ნ ი ა, უფრო სწორად, ჯერ თქვენი და მერე ჩვენი!!!”

“როგორ გამიცრუვდა იმედები ბატონო ბიძინა! თალაკვაძესთან, კობახიძესთან, მდინარაძესთან, ჩუგოშვილთან, სამხარაძესთან და მათ “უმფროს”, კალაძესთან ერთად, ახალ პოლტსაბჭოში რომ ვერ ვიხილე ვერც ზარდიაშვილი, ვერც მათიკაშვილი, ვერც მურუსიძე(საგანელიძესთან ტანდემში როგორ დაამშვენებდა ახალ პოლიტსაბჭოს), ვერც ოქრიაშვილი, ვერც, ვერც, ვერც…
მაგრამ არაუშავს, მთავარია თქვენ ხართ ჩვენთან, სხვები ჯანდაბას, ოღონდ თქვენ არ დაგვტოვოთ, თქვენ არ მიგვაგდოთ უპატრონო ძაღლივით, თქვენ არ გაგვიცრუოთ საბოლოოდ იმედები და მომავალში, თავად ბოკერიასა და სააკაშვილის ყოფნასაც, პოლიტსაბჭოში, ნუკრი ქანთარიასავით ,,სიხარულით” და ,,აღფრთოვანებით” ავიტანთ და შევხვდებით!!!
მართალია, ამასწინათ, თქვენმა წინასწარმეტყველმან, ტკბილმა და მურაბა მამამან ჩვენმან, გია ხუხაშვილმან იქადაგა- ,,კობახიძეს მალე ფეხებით გამოიტანენ კაბინეტიდანო”, მაგრამ თქვენ ხომ ყველა თქვენ წინასწარმეტყველზე შორს იჭვრიტებით და ყველაზე ახლოს ხედავთ შორეულ მომავალს…
მომავალი კი როგორც ერთმა ქართველმა თქვა-ჩ ვ ე ნ ი ა, უფრო სწორად, ჯერ თქვენი და მერე ჩვენი!!!

 

კახა მიქაია

banner
წინა სტატიაშისენაკში ლენინგრადის 3 ნომერში საცხოვრებელი სახლი იწვის (ვიდეო)
შემდეგი სტატიაევროპული საქართველო სააკაშვილის გეგმას ერთიან კანდიდატზე მხარს არ უჭერს