ევროპული საქართველო სააკაშვილის გეგმას ერთიან კანდიდატზე მხარს არ უჭერს

„ევროპული საქართველო“ მიხეილ სააკაშვილის გეგმას, საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის მონაწილეობის შესახებ მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ურთიერთგამომრიცხავი გზავნილები აქვთ.

„ბოლო პერიოდში ნაციონალური მოძრაობისგან და მისი ლიდერისგან, მესამე პრეზიდენტისგან ურთიერთგამომრიცხავი გზავნილები გვესმის, სამწუხაროდ: ერთის მხრივ, მაგალითად – „არჩევნებს აზრი არ აქვს და შულერს არ უნდა ეთამაშო იმ მაგიდასთან, რომელიც მან გააწყო“, მეორე მხრივ კი გვესმის გზავნილი, რომ უნდა გავერთიანდეთ, რომ ერთად დავამარხოთ ის არჩევნებში. ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი გზავნილი მოსახლეობაში ნიჰილიზმის განცდას თესავს“, – ამბობს კაპანაძე.

მისი თქმით, უფრო მართებული იქნება, თუ ყველა პარტია მიიყვანს თავის ამომრჩეველს არჩევნებზე და პროდასავლურ ოპოზიციას პირდაპირ ეთერშივე შეუთანხმდა, რომ თუ რომელიმე მათგანის კანდიდატი მეორე ტურში გავა, იქ გაერთიანდნენ მის გარშემო.

რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი 28 აპრილს ამსტერდამში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს შეხვდა. სააკაშვილთან შეხვედრის მონაწილეები საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთიანი კანდიდატის წარდგენაზე შეთანხმდნენ.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: “მომავალი კი როგორც ერთმა ქართველმა თქვა-ჩ ვ ე ნ ი ა, უფრო სწორად, ჯერ თქვენი და მერე ჩვენი!!!”
შემდეგი სტატიასომხეთის ოპოზიციის ლიდერმა სატრანსპორტო ბლოკადა გამოაცხადა