კახა მიქაია: ,,გივი ივანიჩ, ეტოტ ,,ГАИ” ტებია, სოვსემ ნე უვაჟაეტ!

"ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე “დაიცავი საქართველოს” სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს კახა მიქაია,,ძალა ერთობაშია” თუ ,,ძალა ევროპაშია?!”
,,რუსთავი2″-ის ახალი სლოგანი მომავალში, სავარაუდოდ, ,,ძლევაი საკვირველის” ნაცვლად ,,ევროპა საკვირველი” იქნება, ან სულაც, ,, ჩემო კარგო ქვეყანას” ,,ჩემო კარგო ევროპა” შეცვლის და ყველა დიდი ქართველი ( სულხან-საბა, რომელიც ლუვრში ,,ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან მეცამეტე კაცად შევიდა,” ილია ჭავჭავაძე: ,,ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება, ეს უნდა იყოს მისი თოფ- იარაღი,” კონსტანტინე გამსახურდია: ,,ევროპა- ცეცხლოვანი რაში გვიახლოვდება”) და მათთან ერთად ქართველთა ყველა თაობის ბრძოლა, თავგანწირვა და ძალისხმევა რუსეთის ორბიტისთვის მოეწყვიტა და ევროპაში დაებრუნებინა ჩვენი სამშობლო, დავიწყებას მიეცემა, ისტორიის მტვერი დაედება და მემატიანე მხოლოდ ,,ვარდების რევოლუციას და მიშა სააკაშვილის მიერ 2003 წელს ახლად დაარსებულ საქართველოს და ,,რუსთავი2″-ს შემოუნახავს შთამომავლობას!
P.S. ,,გივი ივანიჩ, ეტოტ ,,ГАИ” ტებია, სოვსემ ნე უვაჟაეტ!-წერს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაში(video) გიორგი გაბუნიას მეგრულად წაყვანილმა „პოსკრიპტუმმა“ სოციალური ქსელი დაიპყრო!
შემდეგი სტატიაბათუმში ლიფტი მოწყდა და ხალხი ჩაიყოლა