კახა მიქაია: ,,გამოიძინე” ერო, მოკვდი მტერო!

,,გამოიძინე” ერო, მოკვდი მტერო

შსს მინისტრის, გიორგი გახარიას სამეგრელოში საქმიანი ვიზიტით გაგიხარიათ ბიჭებო! თქვენი მთავარი ლობისტი, ,,კეზერაშვილყოფილი” საბანაძეც თან ხლებია მინისტრს.
ლევანიკო გუბერნატორს, მინისტრის ერთერთი მოადგილის, ცნობილი ნაციონალის, ლევან კაკავას მეგობარი და ძმადნაფიცი კორსანტია შეუთავაზებია მინისტრისთვის სამხარეოს უფროსად, მაგრამ მინისტრს ერთ ადგილზე მოუსვამს ამ ბოლო დროს ფრთებშეკვეცილი ღუბერნატორი – ,,სხვის საქმეში ნუ ერევი, შენს საქმეს მიხედეო” და ლევანიკოსაც გუბერნიის კორიდორებში დაუწყია ბუზღუნი თავის შნირებთან, ,,მე არაფერს არ მეკითხება და უჩემოდ ალაგებს საქმეებს ჩემ ,,სამფლობელოშიო.”

რას იზამ, ჩემო ლევან! არ იდარდო…
შენ, ,,მამენტ,” დედის გინებასაც აიტან, ოღონდ თანამდებობაზე დარჩე. ასე რომ…

ზაზა ლატარია:

ახალაიებისდროინდელი კუდის უფროსი, გურამ შარაძის მკვლელობის ორგანიზენაში ეჭვმიტანილი, ჯართის ქურდების “პადდელნიკი”, მექის ქარდავას შნირი, დღეს კეზერაშვილყოფილის ,,ლოცვა- კურთხევით” ფოთის პოლიციის უფროსად აღდგა!
2009 წელს ზაზა ლატარია და მისი მოადგილე თემურ შურღაია მოხსნეს კუდის სამეგრელოს რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელობიდან, რადგან ისინი კავშირში იყვნენ ფერადი ლითონის ჯართის ქურდებთან, რომლებიც ჯართს იპარავდნენ ინდოეთში გასაგზავნი ვაგონებიდან. ამ ქურდების 12 კაციანი ჯგუფის დაკავების ოპერაციას ხელმძღვანელობდა შოთა ხიზანიშვილი. ზაზა ლატარია მხოლოდ იმიტომ არ დაიჭირეს რომ მას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილი ჰყავს. ზ. ლატარია არის ერეკლე კოდუას ნათესავი.

ასეთი cv-ით, ძმაო, ლატარია ფოთის მთავარ პოლიცმეისტერად კი არა, შსს მინისტრად შეიძლება გაიჩითოს ახლო მომავალში.

კახა საბანაძე:

– შსს მინისტრის პირველი მოადგილე, სუდ-ის ოდეერების სამმართველოს ყოფილი უფროსი, დ. კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს იყო თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, სადაც მიიყვანა გია გაბუნიამ (კ. საბანაძის მამის მეგობარი), რომელიც იყო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი და ამავე დროს კეზერაშვილის უახლოესი და ნდობით აღჭურვილი პირი. 2011-2012 წწ იყო საქ. ფოსტაში ინსპექტირების დეპ. უფროსის მოადგილე, სადაც გადმოყვანილ იქნა საქ. ლატარიის კომპანიიდან (კომპანია იყო დ. კეზერაშვილის).
ალეკო ხოჯევანიშვილი და კახა საბანაძე ითვლებიან სუს-ის დირექტორის მოადგილის, გოგაშვილის დაახლოებულ პირებად. ამავე დროს აღსანიშნავია ა. ხოჯევანიშვილის და კ. საბანაძის ახლო კავშირები დ. კეზერაშვილთან, რომლებიც ცდილობენ სუს-ის სისტემაში მოიყვანონ დ. კეზერაშვილის კადრები. ყოველივე ზემოაღნიშნულმა შესაძლოა იქონიოს გავლენა არსებული ხელისუფლების უსაფრთხოებაზე და ინფორმაციების გადინებაზე დ. კეზერაშვილთან და ასევე ოდეერების მეშვეობით გარკვეული პროცესების წარმართვაზე ყოფილი ხელისუფლების წევრების სასარგებლოდ. ამასთან, როგორც ამბობენ, თავდაცვის სამინისტროში სამსახურის პერიოდში, კ. საბანაძის და გ. გაბუნიას მიერ დაზვერვის ფონდიდან ოპერატიული ხარჯების საფარით სახელმწიფო თანხების (სპეც სახსრების) მითვისება-გაფლანგვა მოხდა.

შსს მინისტრის სამეგრელოში ვოიაჟისას განვითარებულ სხვა ამბებზე, ყოფილი ნაცების მიერ დაკავებული თანამდებობიდან ჩამოქვეითება – დაწინაურებაზე,
თუნდაც, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსად, პირისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაში ეჭვმიტანილის გიორგი გვილავას დანიშვნა-არდანიშვნის შესახებ, ცოტა მოგვიანებით, ჩემო მეგობრებო.

ახლა კი შსს მინისტრს მინდა, მოკრძალებით შევახსენო:
ბატონო გიორგი, თქვენ დღეს არც МГУ-ში გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის კურსის წასაკითხად მიწვეული ლექტორი ხართ, არც ბიზნესომბუდსმენი, არც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი და თუნდაც ეკონომიკის მინისტრი…
თქვენ დღეს შსს-ს მინისტრი ბრძანდებით!!!
…ისე, ამ დღეებში აუცილებლად უნდა ჩავფრინდე თბილისში, ყვავ-ყორანივით დავაცხრე მთავრობის ადმინისტრაციის მე-11 სართულს და ტაიმერი ჩაურთო კვირიკაშვილს…
წარმატებები, ბატონო მინისტრო!
როგორც მახსოვს, კვირიკაშვილსაც გიორგი ჰქვია…

P.S. ,,გამოიძინე” ერო, მოკვდი მტერო!

კახა მიქაია

banner
წინა სტატიაშიბუტა რობაქიძის საქმე -საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა ბაქრაძე 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
შემდეგი სტატია„ეს არის კვირიკაშვილის დასასრულის დასაწყისი“ – ვაშაძე ალავიძის გადადგომაზე საუბრობს