კახა კუკავა: უნდა შევქმნათ მექანიზმები რათა ივანიშვილმა ვერ შეძლოს პირდაპირ ამომრჩევლების ყიდვა

არასაპარლამენტო ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს ხვდება

მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, რომელიც ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირება იყო ჯერ კიდევ 2012 წელს, შემდეგ კი 2020-თვის გადაიდო, დღეს კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

პარლამენტისთვის კანონპროექტის მომზადებას პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიები გეგმავენ, რომელთაც პატრიოტთა ალიანსის შეუერთდა. საუბარია თვითმმართველობის არჩევნებისთვის განსახორციელებელ ცვლილებებზეც.

აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე კახა კუკავა კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს.

“შეთანხმება ალბათ მიღწეული იქნება რამდენიმე კვირაში, თუმცა თავისუფალი საქართველოს სახელით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული იქნება ფული განდევნა ქართული პოლიტიკიდან. ფულის განდევნა პოლიტიკიდან ეს არის ნებისმიერი დემოკრატიის პირობებში საკანონმდებლო წესით რეგულირებული. უნდა შევქმნათ მექანიზმები რათა ივანიშვილმა ვერ შეძლოს პირდაპირ ამომრჩევლების ყიდვა,“ – განაცხადა კუკავამ.

banner
წინა სტატიაშინატო-ს სამხედრო კომიტეტი საქართველოში 2017 წლის დასაწყისში ჩამოვა
შემდეგი სტატია“რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია ისტორიულად უსამართლო ნაბიჯია”- პრეზიდენტის ინტერვიუ Reuters-თან