კახა კუჭავა – „ფრონტერას“ თუ უნდა კეთილსინდისიერად მუშაობის გაგრძელება, შეთავაზება უნდა გამოიყენოს

საქართველოს ხელისუფლების მხარეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც საერთაშორისო არბიტრაჟმა მიიღო და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ „ფრონტერას“ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

„არბიტრაჟის გადაწყვეტილება პირდაპირ მიუთითებს იმას, თუ ვინ გაიმარჯვა ამ დავაში. ხელისუფლებამ დავაში არათუ გაიმარჯვა, არამედ უფლება აქვს, კონტრაქტი სრულად შეწყვიტოს. თუმცა, ამას იმის გამო არ ვაკეთებთ, რომ პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებს ვაფასებთ და პირიქით ვცდილობთ, მათ ისეთი გარემო შევუქმნათ, რაც მათ კეთილსინდისიერი მუშაობის საშუალებას მისცემს. სწორედ ეს იყო შეთავაზების არსი, თუმცა ვხედავთ, რომ კომპანიის წარმომადგენლები არ ცდილობენ, ამასაც დაეთანხმონ. მათ ის ვალდებებულებებიც აქვთ გასასტუმრებელი, რაც თანამშრომლებს უკავშირდება. თუ არ ვცდები, მათთვის ერთი წლის ხელფასები აქვთ დასაფარი და კუთვნილ ანაზღაურებას არ უხდიან. თუ უნდათ კეთილსინდისიერი მუშაობის გაგრძელება, შეთავაზება უნდა გამოიყენონ და ამ კუთხით მხარდაჭერა ბოლომდე ექნებათ“, – განაცხადა კუჭავამ.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ურბანული მობილობის სფეროში ითანამშრომლებენ
შემდეგი სტატიათბილისი-რუსთავის ავტობანზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს