კახა კუჭავა – ერთადერთი, ვისაც უხერხულობა უნდა ექმნებოდეს, არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ შანტაჟით და ქუჩის აქციებით გავიდნენ ფონს

მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იმედს ვიტოვებ, რომ საბოლოოდ, ოპოზიცია კონსტრუქციულ ნაბიჯებს გადმოდგამს და შეთანხმებას მოახდენს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართლი ოცნების“ დეპუტატმა კახა კუჭავამ განუცხადა.

კითხვაზე, უქმნის თუ არა უხერხულობას ის ფაქტი, რომ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, კუჭავამ განაცხადა, რომ უხერხულობა ოპოზიციის წარმომადგენლებს უნდა ექმნებოდეთ. მან იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება შედგება და ოპოზიცია პარლამენტში შევა.

„ჩვენ 8 მარტის შეთანხმებას ხელი იმიტომ მოვაწერეთ, იმიტომ შევასრულეთ ყველაფერი, მივიღეთ საარჩევნო საკონსტიტუციო ცვლილება იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, რომ ის სურათი გვენახა დღეს, რაც ვნახეთ, ესაა 9 პოლიტიკური სუბიექტი, 14 პარტია, რომელიც ამ პარლამენტში წარმოდგენილი. ერთადერთი, ვისაც უხერხულობა უნდა ექმნებოდეს, არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ შანტაჟით და ისევ ქუჩის აქციებით გავიდნენ ფონს. რეალობა ისაა, რომ დღეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იმედს ვიტოვებ, რომ საბოლოოდ, ოპოზიცია კონსტრუქციულ ნაბიჯებს გადმოდგამს და შეთანხმებას მოახდენს და შეთანხმების შემდეგ, პარლამენტში შემოსვლას. ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს“,-აღნიშნა მან.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – ყველა ნიძლავს აგებენ ისინი და მე რა უნდა გავაკეთო?! თბილისის გაპარსული ბიუჯეტი დააბრუნოს უგულავამ
შემდეგი სტატია„ქართულმა ოცნებამ“ ფრაქციის თავმჯდომარე და მოადგილეები აირჩია