კობახიძე – ყველა ნიძლავს აგებენ ისინი და მე რა უნდა გავაკეთო?! თბილისის გაპარსული ბიუჯეტი დააბრუნოს უგულავამ

გიგი უგულავამ თბილისის გაპარსული ბიუჯეტი დააბრუნოს და შემდეგ ილაპარაკოს დანარჩენზე, – ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას „ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას სანაძლეოსთან დაკავშირებით.

კობახიძის თქმით, პარტლამენტი ერთპარტიული არ იქნება.

„ყველა ნიძლავს აგებენ ისინი და მე რა უნდა გავაკეთო?! თბილისის გაპარსული ბიუჯეტი დააბრუნოს უგულავამ. არ იქნება ერთპარტიული პარლამენტი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ “ქართული ოცნების” გენერალურ მდივანს ირაკლი კობახიძეს სანაძლეო შესთავაზა, შემდეგი პირობით – თუ კობახიძის სიტყვები არ გამართლდება, რომლის თანახმადაც, მე-10 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნება“ მარტო არ იქნება, მაშინ კობახიძემ თმა გადაიპარსოს, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი ეს ასე იქნება, თმას თავად გადაიპარსავს.

banner
წინა სტატიაშიბოკერია – ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციას კობახიძის სპიკერობა არჩია
შემდეგი სტატიაკახა კუჭავა – ერთადერთი, ვისაც უხერხულობა უნდა ექმნებოდეს, არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ შანტაჟით და ქუჩის აქციებით გავიდნენ ფონს