„ქართულმა ოცნებამ“ ფრაქციის თავმჯდომარე და მოადგილეები აირჩია

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უმრავლესობის სხდომა გამართა, სადაც ფრაქციის თავმჯდომარე და მოადგილეები აირჩია. ამის შესახებ ფრაქციია თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეიქმნა „ქართული ოცნების“ ფრაქციაც.

„ერთ პარტიას საშუალება აქვს, რომ ერთი ფრაქცია შექმნას. შესაბამისად 90-დეპუტატიანი ფრაქცია შეიქმნა. ფრაქციას მე ვუხელმძღვანელებ. დღეს ავირჩიეთ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები. რეგლამენტის თანახმად, ყოველ 15 დეპუტატზე უნდა იყოს ერთი მოადგილე. ესენი იქნებიან გივი მიქანაძე, ნინო ლაცაბიძე, ბექა დავითულიანი, ირმა ზავრადაშვილი, რიმა ბერაძე და ირაკლი ჩიქოვანი“, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კუჭავა – ერთადერთი, ვისაც უხერხულობა უნდა ექმნებოდეს, არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ შანტაჟით და ქუჩის აქციებით გავიდნენ ფონს
შემდეგი სტატიაოფიციალურად – ვინ არ შედის პარლამენტში