კახა კალაძის განცხადებით, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლის დაშავების ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და დამნაშავე კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, სამგორის რაიონში, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომელსა და გარემოვაჭრეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაპირისპირების გამო ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა თავის არეში დაზიანებები მიიღო და ამ დროისთვის საავადმყოფოშია მოთავსებული.

„სამგორის რაიონში ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომელსა და გარემოვაჭრეს შორის რამდენიმე დღის წინ მოხდა ინციდენტი. ფიზიკური დაპირისპირების დროს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა თავის არეში მიიღო მძიმე დაზიანება. იგი ამ დროისთვის კლინიკაშია მოთავსებული და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ძალიან სამწუხარო ფაქტია და მინდა ყველას შევახსენო, რომ ქალაქში გარევაჭრობა არის აკრძალული. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები საკუთარი კომპეტენციის და კანონის ფარგლებში მათზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებენ, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა კი განსაკუთრებით ფიზიკური შეურაცხყოფის გზით კანონით დასჯადი ქმედებაა, რომელიც არავის ეპატიება. ამ კონკრეტულ ფაქტს მოყვება რეაგირება. გამოძიება დაწყებულია და კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება დამნაშავე“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : 2018-2019 წლებში დედაქალაქში ავტობუსები სრული განახლდება
შემდეგი სტატიაპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მეუღლის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო