კახა კალაძე – საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს, რაც არის უდიდესი პრობლემა

რეალური მიზეზია ის, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს, რაც არის უდიდესი პრობლემა, ყველაფერი დასაწუნია მათი მხრიდან, – ამის შესხებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომლითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას: „ოპოზიცია იწუნებს დეოლიგარქიზაციის კანონის უკრაინულ მოდელს. ერთ-ერთი მოდელია, რომელიც ევროკომისიამ მოიწონა, თქვენი შეფასებით, რა არის ამის რეალური მიზეზი“.

კახა კალაძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან ასეთი დამოკიდებულება პირველ რიგში ისევ მათ აზიანებს.

„რეალური მიზეზი არის ის, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს. ეს არის უდიდესი პრობლემა, ხედავთ, რა ვითარებაა, რა მდგომარეობაა, საერთოდ შეუძლებელია, რაღაც კონსტიტუციურლ რეჟიმში გადავიყვანოთ. რაღაცა გამოცდილი კანონპროექტი, მოწონებული საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ყველაფერი დასაწუნია მათი მხრიდან, ყველაფერი არასწორად კეთდება. გვესმის ეს რადიკალიზმი, ეს დამოკიდებულება, რაც პირველ რიგში, აზიანებს მათ. იმასაც ვიტყვი, რომ როდესაც ქვეყანას არ ჰყავს ოპოზიცია, ქვეყანაში არ არსებობს ოპოზიცია, ეს ცუდია ხელისუფლებისა და პოლიტიკური ცხოვრებისთვისაც“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიანდრეი კასიანოვი – საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება უკრაინის 25 990 მოქალაქე, მათ შორის 6980 არასრულწლოვანი
შემდეგი სტატიავლადიმერ ჩაჩიბაია: „ნატო-საქართველოს ურთიერთობა არის მაგალითი მთელს რეგიონში“