კახა კალაძე : როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი და ვახორციელებდი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს, ხშირად გვიწევდა უცხოელი სპეციალისტების მოზიდვა

თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ პროფესიული განათლება ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც კახა კალაძემ პროფესიული განათლების ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ განაცხადა, პროფესიული განათლება მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის განვითარებისთვის, ისე ეკონომიკისთვის.

“ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული განათლება. მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს დახმარებისთვის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ეს გამოიხატება იმ თანადგომაში, რაც ამ კონკრეტულ პროექტთან მიმართებაში ჩანს. დაახლოებით 140-მლნ დაიხარჯება. პროფესიული განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი და ვახორციელებდი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს, ძალიან ხშირად გვიწევდა უცხოელი სპეციალისტების მოზიდვა, რადგან საქართველოში არ და ვერ მოიძებნებოდა იმ კონკრეტული მიმართულებებით ადამიანები, ვისაც შესაბამისი კვალიფიკაცია ცოდნა და განათლება ჰქონდა. ჩვენი განათლების სამინისტროს პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება არის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ამ მიმართულების განვითარებას. ეს ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, რაც უფრო მეტი განათლებული ადამიანი გვეყოლება ამ მიმართულებით, მით უკეთესი იქნება ქვეყნის განვითარებისთვის და ეკონომიკისთვის”, -განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკომპიუტერული მტკიცებულებები დაცვის მხარისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება
შემდეგი სტატია„ეს არის ეროვნული ბანკის და მთავრობის შეცდომების ხარჯზე“ – ექსპერტები ლარის გაუფასურებაზე