„ეს არის ეროვნული ბანკის და მთავრობის შეცდომების ხარჯზე“ – ექსპერტები ლარის გაუფასურებაზე

ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად უფასურდება – აღნიშნულს მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ ექსპერტები. ანალიტიკოსები ეროვნულ ბანკს ლარის კურსის ვარდნის გამომწვევი მიზეზების შესახებ განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდებენ.

„ეროვნულ ბანკს ვფიქრობ, მართებს განცხადების გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ რეალური აჟიოტაჟი და პანიკა არ გადაიზარდოს კიდევ უფრო უკონტროლო პროცესში,“ – აცხადებს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი.

ისინი ასევე მონეტარული პოლიტიკის ცვლილების აუცილებლობაზეც საუბრობენ:

„ეს არის ეროვნული ბანკის და მთავრობის შეცდომების ხარჯზე. ჩვენ რაც გვჭირდება არის ის, რომ შევცვალოთ მონეტარული პოლიტიკა. ფუნქციონალურად გადავხედოთ იმას თუ რა გვინდა მონეტარული პოლიტიკისგან და საერთოდ გვინდა ეს მონეტარული პოლიტიკა, რომელიც ასე დაუდევრად აფათურებს ადამიანის ჯიბეებში ხელს,“ – განაცხადა პაატა შეშელიძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი და ვახორციელებდი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს, ხშირად გვიწევდა უცხოელი სპეციალისტების მოზიდვა
შემდეგი სტატიათვითმმართველობის არჩევნები – „ლიდერთა საბჭო“ უბნების გადათვლას ითხოვს